საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის...

lk

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება კიდევ უფრო შედეგიანი ხდება

გამოქვეყნებულია: 22/12/2014

მოცემული პრაქტიკა შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლო უმნიშვნელოვანესი რგოლია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნორმათა განმარტება და პრაქტიკის ჩამოყალიბება კიდევ უფრო გამოსაყენებელი და შედეგიანი ხდება როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოების, ისე მხარეებისათვის (ადვოკატი, პროკურორი და ა.შ.).

აღნიშნული პრაქტიკის მოძიება ყველას დაუბრკოლებლად და მარტივად შეუძლია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე არსებული “გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის” მეშვეობით, რისი შედეგიანობის მაგალითი ამ თვეშიც დაფიქსირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამ საქმეში ბრალდებულ რ. პ-ს ბრალად წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობის ჩადენა, კერძოდ: ბრალდებულმა სხვა პირთან ერთად განახორციელა ხულიგნობა, თუმცა დანაშაულის ჩადენის დასაწყისში მათ შორის წინასწარი თანხმობა არ არსებობდა და მეორე ბრალდებული მოგვიანებით ჩაება დანაშაულებრივ ქმედებაში.

სასამართლო განხილვისას ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის #868აპ.-10 განჩინება და მასზე დაყრდნობით იშუამდგომლა კვალიფიკაციის შეცვლა (ჯგუფურობის ნაწილში გამართლება).

მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, იმ მომენტში, როდესაც ვ. ტ; ვ. ჩ. და მათთან ერთად კიდევ ერთი პირი ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნურ ქმედებას, ისინი მოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებულად, მაგრამ ეს თანხმობა მათ შორის არ არსებობდა მაშინ, როდესაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დაიწყო ვ. ტ-მა ინდივიდუალურად, ხოლო დანარჩენები შემდეგ შეუერთდნენ მის მიერ დაწყებულ დანაშაულს. ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული იგი. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, მხედველობაშია თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რ.პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რასაც მოჰყვა გაცილებით მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi