8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185...

ii

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილე აღინიშნება

გამოქვეყნებულია: 08/11/2022

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საქართველო ქართული სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის დიდი მფარველის, ერის მამად და საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების 185 წლისთავს აღნიშნავს.  გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ერის გამოღვიძებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მებრძოლი ილია ჭავჭავძის მოღვაწეობის ამსახველ სტენდს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში, რომელიც 2013 წლის 15 მაისიდან ფუნქციონირებს. მართლმსაჯულების მუზეუმი უერთდება ქართველი საზოგადოების მიერ დიდი ილიას საიუბილეო თარიღის აღნიშვნას და ტრადიციულად ელის ვიზიტორებსა და სტუმრებს.

ილიას კუთხე, ილიას სტენდი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გვაუწყებს, რომ 1864 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძე დაინიშნა დუშეთში ჯერ მომრიგებელ შუამავლად, ხოლო 1868 წლის თებერვლიდან დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. როგორც აკადემიკოსი გიორგი ჯიბლაძე აღნიშნავს: ,,განაჩენები რომლებიც ილიას მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის დროს გამოუტანია, სავსებით ადასტურებს თუ რა ობიექტურობითა და სიმართლით წყვეტდა იგი საკითხებს, როგორ იცავდა წერა-კითხვის უცოდინარ გლეხს ყოფილი მებატონეების, მემამულეების ძალმომრეობისაგან, როგორ ებრძოდა უსამართლობას, რათა პრაქტიკულად განეხორციელებინა დიდი იდეალი ,,მაშვრალის განკაცებისა“.”

მართლმსაჯულების მუზეუმში ინახება ილია ჭავჭავაძის მიერ თავადი თუშიშვილების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების (12 ივლისი, 1868 წელი),  ორიგინალის ასლი, ილიას მოსამართლეობის დროინდელი სამკერდე ნიშანი, გულსაკიდი, რომელსაც იგი ატარებდა, ილიას მკვლელობის სასამართლო საქმის ორიგინალი ორტომეული და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ჟურნალის N14 საგანგებო გამოცემა ,,საარქივო მოამბე“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ხსოვნას ეძღვნება. უზენაესი სასამართლოს ისტორიული დარბაზი, სადაც 1941 წლის 25 დეკემბერს გაიმართა ილიას მკვლელის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესი, ჯერ ისევ ინახავს ამ უდიდესი ტრაგედიის მწარე მოგონებებს.  

კანონი და სამართალი თავისუფლების ციხე-სიმაგრეაო - ამბობდა დიდი ილია და  თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გვიჩვენებდა ამ ციხე-სიმაგრის მშენებლობის ურთულეს და უტყუარ გზას. ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის საკუთრებაა, ,,ყველა იმ ადამიანის სამუდამო საკუთრება, ვისაც სამშობლოსთვის უცემს გული“. (ოთარ ჭილაძე).

ბოლო სიახლეები

აპრილი 2024

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi