პრესკონფერენცია უზენაეს სასამართლოში

pressconf

პრესკონფერენცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 19/03/2014

2014 წლის 19  მარტს უზენაეს სასამართლოში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

       შეხვედრის დასაწყისში კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხული კანდიდატების შესახებ.    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 16 ახალი მსმენელი ჩაირიცხა, მათგან 9 სასამართლო სისტემაში მუშაობდა.

      უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ასევე გააცნო ინფორმაცია სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შესახებ. კვლევა ჩატარდა 2014 წლის თებერვალში,  მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით,  თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში გამოიკითხა 1330 სასამართლოს მომხმარებელი.

     კვლევების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 8 პროცენტი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა სასამართლოს მომსახურებით, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 65,7 პროცენტი ძალიან კმაყოფილი, ან კმაყოფილია სასამართლოს მომსახურების ხარისხით. მომხმარებელთა შთაბეჭდილება სასამართლოში მოსვლის შემდეგ 43,8 პროცენტ შემთხვევაში შეიცვალა დადებითისკენ, 35,9 პროცენტ შემთხვევაში სასამართლოს მომხმარებლის დამოკიდებულება ისედაც დადებითი იყო და არ შეცვლილა, მხოლოდ გამოკითხულთა 5 პროცენტმა განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება შეიცვალა უარყოფითისკენ.  რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, გამოკითხულთა მხოლოდ 5,7 პროცენტი  არ ენდობა სასამართლო სისტემას, გამოკითხულთა უმრავლესობა, 58,1 პროცენტი ენდობა, ხოლო 33,7 პროცენტი მეტ-ნაკლებად ენდობა სასამართლოს.  

      სასამართლოს მომხმარებელთა კვლევამ სასამართლოში კორუფციის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების ინდექსიც დააფიქსირა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 0,3 პროცენტი ფიქრობს, რომ  მოსამართლეები ქრთამს იღებენ, აბსოლუტურ უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში ქრთამის აღება აღარ ხდება.

   პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე უპასუხა შეკითხვებს მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ახალი წესის, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, სამწლიანი გამოსაცდელი ვადისა  და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ.

  იხილეთ ბმული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi