მოსამართლეების, ცენტრალური საარჩევნო...

qwr

მოსამართლეების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საარჩევნო საკითხებზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 21/09/2016

2016 წლის 17-18 სექტემბერს სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 80-მდე მოსამართლემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებზე ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის  ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, მოსამართლეებთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს შემდეგი თემები: საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები.საარჩევნო დავების განხილვის ევროპულ სტანდარტები, აგრეთვე საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების საერთაშორისო სტანდარტები  შეხვედრის მონაწილეებს ვენეციის კომისიის ექსპერტმა სერჰი კალჩენკომ გააცნო.

ორდღიან შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით განახორციელა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

იხილეთ მიმაგრებული ფაილები

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi