რევაზ ნადარაია - მოსამართლე, სადისციპლინო...

revaz nadaraia

რევაზ ნადარაია

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

2021 წლის 12  ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლის 18  აპრილიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1979 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში.

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

2017-2020 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი;

2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

2016-2017 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;

2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2012-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;

2010-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2009-2010 წლებში - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში;

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2002-2005 წლებში - „ადვოკატთა კავშირი XXI- ში“ ადვოკატად.

განათლება:

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2003 წლის ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა, 2003 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 2007 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

aleksandre tsuladze

ალექსანდრე წულაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.

gocha abuseridze

გოჩა აბუსერიძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi