გოჩა აბუსერიძე - მოსამართლე, სადისციპლინო...

gocha abuseridze

გოჩა აბუსერიძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

2021 წლის 12  ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლის 17 ოქტომბრიდან არის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს ქ. სამტრედიაში.

სამუშაო გამოცდილება:

2020-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე;

2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;

2017-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;

2013-2017 წლებში - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2017 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ განწესდა უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

2012 წლის ოქტომბრიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

2010-2012 წლებში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და, ამავდროულად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე;

2009-2010 წლებში - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად;

2003-2005 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ;

2002-2003 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად;

1999-2002 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებლად;

2012 -2018 წლებში იყო  აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი.

განათლება:

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები;

2009 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა;

2014 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

aleksandre tsuladze

ალექსანდრე წულაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.

revaz nadaraia

რევაზ ნადარაია

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi