თამარ ზამბახიძე - მოსამართლე

Tamar Zambakhidze

თამარ ზამბახიძე

მოსამართლე

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის 16 დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 26 იანვარს თბილისში.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2019  წლებში -  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2005 -2007 წლებში -  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან დღემდე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2003-2005 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

1998-2003 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი.

1998 წელს - სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

2008 წლიდან დღემდე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

განათლება, სამეცნიერო მოღვაწეობა

2001 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კომერციული ბანკების მიერ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების სამართლებრივი პრობლემები“და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 147-ე საჯარო სკოლა.

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის, გავლილი აქვს ჰოსპიტაცია დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (გერმანია).

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი.

გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალის „მართლმსაჯულება და კანონი“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მომზადდა და დაცულია ხუთი სადოქტორო დისერტაცია.

giorgi mikautadze

გიორგი მიქაუტაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

aleksandre tsuladze

ალექსანდრე წულაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.

miranda eremadze

მირანდა ერემაძე

მოსამართლე

amiran dzabunidze

ამირან ძაბუნიძე

მოსამართლე

n

ნინო ბაქაქური

მოსამართლე

vladimer kakabadze

ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

revaz nadaraia

რევაზ ნადარაია

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

lasha kochiashvili

ლაშა ქოჩიაშვილი

მოსამართლე

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi