ვლადიმერ კაკაბაძე - მოსამართლე,...

vladimer kakabadze

ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021 წლის 3 ივნისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში.

ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი

სამუშაო გამოცდილება

2019 წლის ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2006-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2006 წელს იყო  "საერთაშორისო ამინისტიის თბილისის საინიციატივო ჯგუფის" წევრი.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

2000 წელს მუშაობდა  წამების საწინააღმდეგო საქართველოს კომიტეტში იურიდიული კომიტეტის უფროსის თანამდებობაზე.

1998-2006 წლებში იყო რეგისტრირებული კავშირის „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ ადვოკატი.

1998-1999 წლებში მუშაობდა „საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" იურისტად.

1997-1998 წლებში მუშაობდა იურიდიული კომპანია „რჩეულიშვილი და კომპანიის" ადვოკატის თანაშემწედ.

განათლება

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოსა და საზღვარგარეთ გავლილი აქვს არაერთი სემინარი და ტრენინგი, როგორც სამოქალაქო ისე სართაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით.

2018 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

giorgi mikautadze

გიორგი მიქაუტაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

aleksandre tsuladze

ალექსანდრე წულაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.

miranda eremadze

მირანდა ერემაძე

მოსამართლე

amiran dzabunidze

ამირან ძაბუნიძე

მოსამართლე

Tamar Zambakhidze

თამარ ზამბახიძე

მოსამართლე

n

ნინო ბაქაქური

მოსამართლე

revaz nadaraia

რევაზ ნადარაია

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

lasha kochiashvili

ლაშა ქოჩიაშვილი

მოსამართლე

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi