საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.09.2016
2016 წლის 17-18 სექტემბერს სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 80-მდე მოსამართლემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებზე ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, მოსამართლეებთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს შემდეგი თემები: საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები.საარჩევნო დავების განხილვის ევროპულ სტანდარტები, აგრეთვე საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების საერთაშორისო სტანდარტები შეხვედრის მონაწილეებს ვენეციის კომისიის ექსპერტმა სერჰი კალჩენკომ გააცნო.
ორდღიან შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით განახორციელა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა