უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

cc

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გერმანიის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 24/11/2015

2015 წლის 24 ნოემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე შეხვდა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს.

ნინო გვენეტაძემ ელჩთან ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის მნიშვნელობასა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმოიხილა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გააქტიურების, მოსამართლეთა თვითშეფასებისა და თვითანგარიშების დამკვიდრების აუცილებლობის, ასევე საქმეთა ელექტრონული განაწილების შესახებ საკითხები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა გერმანელი კოლეგების აქტიური მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე თუ დაგეგმილი სარეფორმო ცვლილებების  მიმართ. ნინო გვენეტაძის განცხადებით: „პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში - ეს იყო გაერთიანებული გერმანია. ამის შემდგომ საქართველოში დაიწყო სამართლის რეფორმა, რომელიც აუცილებელი იყო სახელმწიფო-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად. რეფორმა საწყის ეტაპზე დაიწყო კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. გერმანიის სახელმწიფო იყო პირველი, რომელმაც ამ კუთხით უმნიშნველოვანესი როლი ითამაშა“.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მასში განთავსებული მართლმსაჯულების მუზეუმი.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi