უზენაესი სასამართლოს...

fsa

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 17/11/2015

2015 წლის 17 ნოემბერს უზენაეს სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სისხლის სამართლის მიმართულებით. სხდომას ესწრებოდნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლეები, ადვოკატები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.

სხდომაზე მონაწილეებმა განიხილეს წინასასამართლო გამოძიებისას და წინასასამართლო განხილვისას ადამიანის უფლებათა დაცვაზე სასამართლო კონტროლის პროცედურები. კერძოდ, მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და ჩხრეკა/ამოღების მარეგულირებელ საპროცესო კანონმდებლობაზე.  აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება წინასწარი პატიმრობის ვადას, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

შეხვედრაზე მონაწილეების მსჯელობის საგანს ასევე წარმოადგენდა  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონპროექტი. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ექსპერტ - ნიკოლაი კავალევის მიერ აღნიშნულ ცვლილებებთან მიმართებით შემუშავებული წინასწარი ანალიზის დოკუმენტი, რომლის შექმნის მიზანსაც წარმოადგენდა კანონპროექტის დებულებების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის შემოწმება.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა, დამატებით, პრაქტიკაში აქტუალურობიდან გამომდინარე  კაზუსის სახით განიხილეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან დაკავშირებული საკითხები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi