სასამართლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

kvleva axali

სასამართლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია: 03/11/2011

2011 წლის 3 ნოემბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს მომხმარებელთა კვლევის შედეგები გააცნო.
2011 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 72 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს.
კვლევა განხორციელდა 8 საქალაქო და რაიონულ სასამართლოში. სულ გამოიკითხა 2765 მოქალაქე, რომელიც გამოკითხვის დროისთვის იმყოფებოდა სასამართლოში.
სასამართლოს მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების შეფასება შემდეგი პარამეტრების მიხედვით მოხდა: საქმეთა განხილვის ვადები, სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან დამოკიდებულება, ინფორმაციის გაცემის პროცედურების სიმარტივე, ნდობის მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ყველა პარამეტრის მიხედვით, მდგომარეობა სასამართლოებში დადებითად ფასდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაში გამოიხატება.
ბოლო წლების მანძილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ საკუთარი რესურსებით ჩატარებულმა გამოკითხვებმა, რომელთაც სისტემატური ხასიათი აქვს, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა – ქართული მართლმსაჯულების მიმართ მოქალაქეთა ნდობის დინამიკა ბოლო ხუთი წლის მანძილზე საგრძნობლად გაზრდილია.
2005 წელს მოსახლეობის დაახლოებით 35 პროცენტი უცხადებდა სასამართლოს ნდობას, 2011 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ნდობის მაჩვენებელი უკვე 72 პროცენტამდეა გაზრდილი.
როგორც სასამართლოებში აცხადებენ, კვლევას აქვს ერთი უმთავრესი დანიშნულება - სასამართლოებში არსებული პრობლემების დანახვა, მათი ანალიზი და სიტუაციის გამოსწორებაზე მუდმივი ზრუნვა.


იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi