საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

ssaa

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

გამოქვეყნებულია: 13/11/2015

2015 წლის   13 ნოემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე -  ნინო გვენეტაძე თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ ესწრება საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავს შვიდი ქვეყნის დელეგაციისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული მოდელის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პორბაციის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ ხულორდავა; ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იანოშ ჰერმანი; UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში - საშა გაუმანი და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელი - რენატა ვინთერი.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ნინო გვენეტაძე მოხსენებას წარადგენს. მოხსენება შეეხება სასამართლოს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის აღსრულებასა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ საკითხებს.

საერთაშორისო კონფერენცია იმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ევროკავშირის პროექტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi