ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს ადამიანის...

nl

ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - ბატონ ნილს მუჟნიეკს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 11/11/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკსსა და მის მრჩევლებს: ქრისტინამარდიროსსიანს, ოლენა პეტსუნსა და ჟილ ბრუილს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - კრისტიანურსე.

ნინო გვენეტაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ინდივიდუალური დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ისაუბრეს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულობას შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე.  მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  ამ პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტის, როლზე.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის ფორმატში.

ევროპის საბჭოს დელეგაცია, ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მუჟნიეკის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება და ახორცილებს შეხვედრებს საქართველოს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შედეგად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც განხილული იქნება კომისრის 2015 წლის კვარტალური ანგარიშის ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi