საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

fs

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ქალბატონი ნინო გვენეტაძე გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

გამოქვეყნებულია: 10/11/2015

2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ქალბატონი ნინო გვენეტაძე თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ესწრება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.

ღონისძიება სამი ძირითადი საკითხის განხილვას ეძღვნება : ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება, რომლის მიზანიც იქნება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განმტკიცება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi