მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას...

mosamartleta fici

მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ

გამოქვეყნებულია: 01/11/2011

2011 წლის 1 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოში გაიმართა მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ოთხმა მოსამართლემ: ბიძინა სტურუამ, დავით ახალბედაშვილმა, ბადრი შონიამ და დავით ნარიმანიშვილმა წარმოთქვა ფიცის ტექსტი და პირველად ჩაიცვა მოსამართლის მანტია.
ახალდანიშნულმა მოსამართლეებმა წარმატებით დაამთავრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
ისინი უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში შეუდგებიან.
ფიცის დადების ცერემონიას რუსთავის სკოლა- ლიცეუმის უფროსკლასელები დაესწრნენ. სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვნად მიიჩნევს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრებით კი აღნიშნული სკოლის მოსწავლეები უშუალოდ გახდნენ მოსამართლეთა საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღის მონაწილეები.


ინფორმაცია

2005-2011 წლებში დანიშნული მოსამართლეების შესახებ
(მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ძველი და ახალი წესებით)

სასამართლო რეფორმის დაწყებიდან (2005წ.) დღეის მდგომარეობით საქართველოს სასამართლო სისტემაში მუშაობს 154 ახალი მოსამართლე, რომლებიც თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის როგორც ძველი, ისე ახალი წესით. ამასთან, 2009 წლის მარტამდე სასამართლო სისტემაში ძველი წესით დანიშნულია 128 მოსამართლე, ხოლო იმავე წლის ივნისიდან მოსამართლეებად ინიშნებიან მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული კანდიდატები. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 10 თვიანი სასწავლო პროგრამაა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კურსს. დღეისათვის სასამართლო სისტემაში ახალი წესით დანიშნული 26 მოსამართლე მუშაობს.

მოსამართლედ გამწესებამდე ისინი მუშაობდნენ:
1. სასამართლო სისტემაში (საერთო სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო) – 77 (50%);
2. ადვოკატურაში (ადვოკატურა, არასამთავრობო ორგანიზაციები) - 24 (15,6%);
3. სამართალდამცავი ორგანოები (პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული უშიშროების საბჭო) - 37 (24%);
4. სხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში (ეროვნული ბანკი, თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო, ს/ს "სატელეკომუნიკაციო კომპანია" და ა.შ.) - 12 (7,8%);
5. უმაღლეს სასწავლებლებში სამართლის პედაგოგად - 4 (2,6%).

154 ახალი მოსამართლიდან 85 კაცია, ხოლო 69 – ქალი. მათი საშუალო ასაკია 33,5 წელი (იგულისხმება დანიშვნის დროს მათი ასაკი). დანიშვნისას ისინი იყვნენ:
1. 28-29 წლის - 23 მოსამართლე (15%)
2. 30-დან 40 წლამდე - 116 მოსამართლე (75,3%)
3. 41-დან 50 წლამდე - 14 მოსამართლე (9,1%)
4. 51 წლიდან ზევით - 1 მოსამართლე (0.6%).

27 მათგანს გამოცდა ჩაბარებული აქვს საერთო სპეციალიზაციით, 54-ს - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 73-ს - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ამჟამად 6 მათგანი მუშაობს უზენაეს სასამართლოში, 27 - სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო 121 – პირველი ინსტანციის სასამართლოებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi