საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე...

ssa

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრება კონფერენციას თემაზე : “საკუთრება და სამართლებრივი სტაბილურობა: საკუთრების ცნების ტრანსფორმაცია“

გამოქვეყნებულია: 05/11/2015

2015 წლის 5 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივ კონფერენციას თემაზე: “ საკუთრება და სამართლებრივი სტაბილურობა: საკუთრების ცნების ტრანსფორმაცია“.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნინო გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ „კონფერენციაში მონაწილე სპიკერების მაღალი აკადემიური სტატუსი, პროფესიული გამოცდილება და ავტორიტეტი, მართლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს იმ ორდღიან ღონისძიებას, რომელიც საკუთრების უფლების ევოლუციას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებს განიხილავს ქართული და ევროპული გამოცდილების მაგალითზე. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის პალატის თითქმის სრული შემადგენლობა და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა განსახილველი საკითხების დანახვა სასამართლო პრაქტიკისა და სამოსამართლო სამართლის ჭრილში.“

ნინო გვენეტაძის განცხადებით,  კონფერენციის მხარდამჭერი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომია საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების პროცესების, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო სამართლის აქტუალურ საკითხებზე დაგეგმილია გერმანელ და ქართველ მოსამართლეებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება არის ორდღიანი და  ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi