საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფინანსთა...

tjt

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 30/10/2015

2015 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, სააპელაციო სასამართლოსა  და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საგადასახადო კატეგორიის დავების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხილვისათვის გასატარებლად საჭირო ღონისძიებების შესახებ მსჯელობა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი განხილვის საგნად გამოყვეს შემდეგი საკითხები:  ფინანსთა სამინისტროს ჩართვა საერთო სასამართლოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში - დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლა;  სასამართლოში უშუალოდ გამოცხადების გარეშე დავების (საწყის ეტაპზე მოსამსაზედებელი, განმწესრიგებელი სხდომები) წარმოება წარმომადგენლის ელექტრონული ჩართვით; სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების და პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე საქმეთა განსჯადობა შემოსავლების სამსახურის ორი მისამართის მიხედვით; სასამართლო სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის ვადების რაციონალიზაცია, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის დამატებითა და საგადასახადო კოლეგიის შექმნის გზით; საგადასახადო კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის დამდგენი გადაწყვეტილებების ცალკე გამოყოფა და ინტერნეტ სივრცეში მეტად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

შეხვედრაზე მონაწილეებს შორის აქტიური დისკუსია გაიმართა საგადასახადო დავების განხილვისას პრაქტიკაში არსებულ განსაკუთრებულ სიტუაციებსა და მათ მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ სისტემის  გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საქმეებზე საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებისთვის საკუთარი უფლებამოსილების უფრო ფართოდ გამოყენება, რომელიც ორიენტირებული იქნება საქმის განხილვით დასრულებაზე. ასევე, დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილეს საგადასახადო სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა.

მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასეს და გამოთქვეს მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi