უზენაეს სასამართლოსა და სახალხო დამცველს...

fasfasf

უზენაეს სასამართლოსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია: 29/10/2015

2015 წლის 29 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიება გახსენეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ქრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორქმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიმა.

ევროპის საბჭოსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სპეციალურმა მრჩეველმა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ობოილმა. რასაც შემდგომ მოჰყვა ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი ახალი პროგრამის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ფონდის ასევე ახალი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ პრეზენტაციები.

ღონისძიება დასრულდა საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და საგანმანთლებლო საქმიანობის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე, მხარეთა თანამშრომლობას საერთო სასამართლოებში „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტის გამოყენებისა და მისი ეფექტიანობის საკითხში.

იხილეთ ბმული

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi