პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი...

afaa

პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი განხილვის დროს პატიმრობის გადასინჯვის ორთვიანი ვადის შეხსენების პროგრამა ამოქმედდა

გამოქვეყნებულია: 28/10/2015

უზენაესი სასამართლოს ინიციატივით შეიქმნა და საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში დაინერგა პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეთა არსებითად განმხილველი მოსამართლეებისათვის შეტყობინებების გამოტანას იმ ბრალდებულებზე, რომლთა მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხის განხილვის ორთვიანი ვადა იწურება. აღნიშნული პროგრამის შექმნა საჭირო გახდა  მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 230-ე პრიმა მუხლში შეტანილი   ცვლილებების შესაბამისად.

საწყის ეტაპზე აღნიშნული პროგრამა დაინერგა თბილისისა და ბათუმის საქალაქო, ასევე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში, ხოლო შემდგომ თანმიმდევრულად მისი დანერგვა მოხდა პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოში. აღნიშნული პროგრამის სრულყოფილად და გამართულად მუშაობის მიზნით, უზენაესი სასამართლოს თანამშრომლების მიერმოსამართლეთა თანაშემწეებისათვის ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები. პროგრამის პრეზენტაცია და ბოლო ასეთი ტრენინგი გაიმართა მიმდინარე წლის 22 და 23 ოქტომბერს ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi