უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს...

ss

უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართალწარმოება საქართველოში - ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არსებული გამოწვევები“

გამოქვეყნებულია: 23/10/2015

22 ოქტომბერს გაიხსნა და მეორე დღეა გრძელდება უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართალწარმოება საქართველოში - ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არსებული გამოწვევები“. კონფერენციის დასაწყისში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის, „სისხლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“,  ხელმძღვანელს - ქალბატონ რენატა უინტერსა და საერთაშორისო ორგანიზაცია - გაეროს ბავშვთა ფონდის  (UNICEF) წარმომადგენლებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ქართულ მართლმსაჯულების ისტორიაში მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს, რადგან მიზნად ისახავს შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს უწყობს სისხლის სამართლის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა სათანადო რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას.

 ნინო გვენეტაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის პრინციპებსა და ნორმებს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ წესებს არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (ე.წ. „პეკინის წესები“). თავმჯდომარემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებზე, როგორიცაა არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესი, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფა, ასევე ამ სფეროში ვიწრო სპეციალიზაციის აუცილებლობა.

დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ შემდეგ თემებს: გერმანიის არასრულწლოვანთა სისხლის სამართალწარმოების სპეციფიკა; წინასწარი პატიმრობა გერმანულ სამართალში; დაცვის უფლება (ადვოკატის დანიშვნა და მონაწილეობა წინასწარ გამოძიებაში); დაცვის უფლების ქართული მიმოხილვა; ბრალის აღიარება და საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართალწარმოებაში; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეებზე საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების შემოწმება.

საერთაშორისო კონფერენცია დღის ბოლოს დასრულდება შემაჯამებელი დისკუსიით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi