უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტთან...

fgsgs

უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტთან - იოთამ თოლუბთან ქმედუუნარობისა და მეურვეობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 22/10/2015

2015 წლის 22 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (RHR) ორგანიზებით ისრაელიდან სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო ექსპერტთან - იოთამ თოლუბთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბატონი იოთამ თოლუბი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისრაელის ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი მრჩეველი, იგი ფლობს დიდ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ორიენტირებული რეფორმის შესახებ საკითხების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. საერთაშორისო ექსპერტმა პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეებს გააცნო ბოლო ოცი წლის განმავლობაში უნარშეზღუდულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დინამიურად განვითარებადი ეტაპები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე „ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც შეიცვლა ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ,  პარლამენტმა, საკანონმდებლო რეგულაციით, საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახლებურ მიდგომასა და სისტემას.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლები.

შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi