უზენაეს სასამართლოში გაიხსნა საერთაშორისო...

tttt

უზენაეს სასამართლოში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართალწარმოება საქართველოში - ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არსებული გამოწვევები“

გამოქვეყნებულია: 22/10/2015

2015 წლის 22 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართალწარმოება საქართველოში - ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არსებული გამოწვევები“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი, კერძოდ, თუ  რამდენად შეესაბამება ქართული სისხლის სამართალწარმოების პროცედურები და სამართალწარმოება საერთაშორისო სტანდარტებს,  ევროპულ კონვენციასა და  პრეცედენტებს.  

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო გვენეტაძემ მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისათვის: საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური, სამართლებრივი და საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელს- ბატონ იოაჰიმ ჰექერს; გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელს - ქალბატონ ტერეზა ტალჰამერს; ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს - ქალბატონ ელენ ბესტს; ერფრუტის მეორე ინსტანციის სასამართლოს პალატის თავმჯდომარეს- ბატონ ჰოლგერ ფროფსტელს, საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - ბატონ ვახტანგ ხმალაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს - ბატონ მერაბ ტურავას.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბატონმა იოაჰიმ ჰექერმა და განაცხადა, რომ გერმანული მხარე აქტიურად იყო ჩართული და კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან სისხლის სამართლის რეფორმის პროცესში სამართლებრივი დახმარების გაწევის გზით და იმედს იტოვებს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპისკენ მიმავალ გზას და დარჩება გერმანიის ერთგული პარტნიორი.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელმა - ქალბატონმა ტერეზა ტალჰამერმა და აღნიშნა, რომ IRZ 1992 წელს დაარსდა გერმანიის ფედერალური იუსტიციის სამინისტროს ინიციატით და მისი შექმნის მიზნად განისაზღვრა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში სამართლებრივი დახმარების გაწევა. აღნიშნული ორგანიზაციის თემატურ პრიორიტეტს წარმოადგენს სისხლის სამართლის სფერო და განსაკუთრებულად სწორედ ამ სფეროში გამოხატავენ მზადყოფნას საკუთარი ცოდნა გაუზიარონ ქართველ კოლეგებს.

კონფერენციის დასაწყისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმოიხილა ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი ინსტრუმენტები და აღნიშნა, რომ:  „სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სისხლის სამართალწარმოების ადმინისტრირება და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, საჯარო სასამართლო პროცესების უზრუნველყოფით“.  ნინო გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის პროცესში დანერგილ სიახლეებზე, კერძოდ, საპროცესო გარიგებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტებზე და განაცხადა, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული ინსტიტუტები საჭიროებენ საკანნომდებლო დონეზე დახვეწას, „მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, საპროცესო კანონმდებლობის წარმატებაა : პიროვნებისა და მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, რაც  გარანტირებულია იმით, რომ დაწესებულია აუცილებლობა, წინასწარ იქნეს მიღებული სასამართლოს თანხმობა პირის დაკავების ან/და ჩხრეკის ჩატარებაზე, ან დაკავბის ან/და ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩატარების შემთხვევაში და შემდეგ შემოწმებდეს ამ მოქმედებათა კანონიერება სასამართლოს მიერ“.

დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ თემებს: ინკვიზიციური სამართალწარმოების გამოყენება გერმანიაში; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისხლის სამართალწარმოების მიმართ არსებული მოთხოვნები; მოწმეთა დაკითხვა წინასწარი გამოძიების სტადიაზე; სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და არაპროფესიონალ მოსამართლეებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

კონფერენციის პროგრამა  ითვალისწინებს აქტიური დიალოგისა და დისკუსიის ფორმატს, ხოლო შესვენების პერიოდში დაგეგმილია უცხოელი კოლეგებისათვის უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობისა და მართლმსაჯულების მუზეუმის დათვალიერება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშისო კონფერნეცია ტარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით.

საერთაშორისო კონფერენცია ხვალ, 23 ოქტომბერს დასრულდება.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi