უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო...

rrt

უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტის-ნიკოლაი კოვალიოვის მონაწილოებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კანონპროექტზე დისკუსია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/10/2015

2015 წლის 13 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს - ნიკოლაი კოვალიოვსა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებს, თანაშემწეებს, რეფერენტებსა და ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ექსპერტის მიერ ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის შესახებ საექსპერტო დასკვნის მომზადებაში ხელშეწყობა.

 შეხვედრის ფარგლებში ნიკოლაი კოვალიოვმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: ნაფიც მსაჯულთა საგნობრივი იურისდიქცია; ნაფიც მსაჯულთა არჩევის კონტექსტში პროფესიული შეუთავსებლობის საკითხები;  ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა; ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის ფორმა.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის ფორმატში, განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მისი გამომწვევი მიზეზები და აღმოფხვრის გზები.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi