უზენაესი სასამართლოს...

eet

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 09/10/2015

2015 წლის 9 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, რომელსაც საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან და აკადემიურ თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ესწრებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე. განხილვის საგანს წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, წარმოდგენილი კაზუსის სახით, რომელიც ეხებოდა სასამართლოს მიერ  პერსონალური მონაცემების დაშტრიხული ფორმით გაცემას. კერძოდ, როდესაც სასამართლოსათვის წარდგენილ განცხადებაში მითითებული სახელი და გვარი, სასამართლომ დაუკავშირა კონკრეტულ საქმეში მითითებულ ინიციალებს და ამგვარად, პირდაპირ გასცა საჯარო ინფორმაცია. სხდომის მონაწილეებმა ზოგადად იმსჯელეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იძლევა ამ ფორმით ინფორმაციის გაცემა, რეალურად, დეპერსონალიზაციის საშუალებას და რას ადგენს ამ შემთხვევაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მომავალში ტრენინგების ფორმატში, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონზე, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი მიდგომა სასამართლოს მიერ, ინტერესთა ბალანსის დაცვით, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.  

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პირველად გაიმართა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები სისხლის სამართლის მიმართულებით ა.წ. აპრილის თვიდან იმართება პერიოდულად, რაც ხელს უწყობს სამართლისა  და ზოგადად, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის განვითარებას.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi