საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და...

memorandumi

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და „საერთშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს

გამოქვეყნებულია: 09/10/2015

2015 წლის 9 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და ამავე ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანი განმარტებების საძიებო სისტემის“ პრეზენტაცია.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს მიზანს წარმოადგენს საერთო სასამართლოების ეფექტიანი ფუნქციონირება, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, ინსტიტუციურად  ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობის  ხელშეწყობა. მემურანდუმის ფარგლებში დაიგეგმება მართლმსაჯულების საქმიანობის გაუმჯობესებისა და ხარისხის განვითრებისაკენ მიმართული არაერთი ერთობლივი სასწავლო, კვლევითი და ანალიტიკური პროექტები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც უკავშირდება საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების პროექტის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელმაც უნდა შექმნას მოსამართლეთა შორის საქმეთა მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად განაწილების საფუძველი.

შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა- ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლის განხორციელებაც იგეგმება მართლმსაჯულების სისტემაში და ხაზი გაუსვა, რომ საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების პროექტის დანერგვა მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს  სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანი განმარტებების საძიებო სისტემის დანერგვით კიდევ ერთი მნიშნველოვანი ნაბიჯი გადაიდგმება მართლმსაჯულების გამჭვირვალობის  მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამათლოს თავმდჯომარემ განცხადება გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მესამე ანგარიშთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ ანგარიშში გათვალისწინებულო აქტუალური საკითებისა და კრიტიკული რეკომენდაციების განხილვა გაიმართება2015 წლის, 12 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ღია სხდომაზე, სადაც საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს მონიტორინგის უშუალოდ განმახორციელებელი ორგანო -„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“.

იხ. საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

იხილეთ მემორანდუმი სრულად

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi