უზენაეს სასამართლოში გაიმართა...

ggsdgs

უზენაეს სასამართლოში გაიმართა „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ პრეზენტაცია და სისხლის სამართალში მეორე ქართულ-გერმანული კონფერენციის გახსნა

გამოქვეყნებულია: 08/10/2015

2015 წლის 8 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა  „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ პრეზენეტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ მოწინავე გერმანული უნივერსიტეტების სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებლები.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, გერმანულ-ქართული აქტიური თანამშრომლობის გზით გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისხლის სამართლის სფეროს განვითარების მიმართულებით.

„ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 ელექტრონულ ჟურნალის პირველი გამოცემა ძირითადად დაეთმობა  გერმანელი და ქართველი სისხლის სამართლის პროფესორების, პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეების მიერ  მეორე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ სტატიებს.

8 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე გაიხსნა სისხლის სამართალში მეორე ქართულ-გერმანული კონფერენცია, რომელიც 9-10 ოქტომბერს გაგრძელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უზენაესი სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იყოს ჩართული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ორენოვანი ელექტრონულ ჟურნალის“ გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi