საქართველოს უზენაესი სასამართლო და...

dfd

საქართველოს უზენაესი სასამართლო და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

გამოქვეყნებულია: 05/10/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლო და ააიპ „საერთაშორსიო გამჭვირვალობა- საქართველო“ 9 ოქტომბერს ხელს მოაწერენ მემორანდუმს. 

მემორანდუმი ითვალისწინებს უმაღლესი საკასაციო ინსტანციის სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,  მართლმსაჯულების საქმიანობის ეფექტიანობისა და ხარისხის განვითარებისაკენ მიმართულ ერთობლივ სასწავლო, კვლევით და ანალიტიკურ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლო და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უკვე მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპიდან გამომდინარე პროექტზე, რომელიც უკავშირდება საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების პროექტის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელმაც უნდა შექმნას მოსამართლეთა შორის საქმეთა მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და  ეფექტიანად გადანაწილების საფუძველი, რითაც შეიცვლება საქმეთა ანბანური და რიგითობის საწყისებზე განაწილების არსებული მექანიზმი.

მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე შედგება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შექმნილი პროგრამის პრეზენტაცია - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანი განმარტებების  საძიებო სისტემა. აღნიშნული  სისტემა ხელმისაწვდომი იქნება როგორც  მოსამართლეებისათვის, ისე მართლმსაჯულების მონაწილე პირების, აკადემიური წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

მემორანდუმის ხელმოწერას, მოსამართლეებთან ერთად, დაესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi