უზენაეს სასამართლოში იურიდიული სამსახურის...

fsd

უზენაეს სასამართლოში იურიდიული სამსახურის ეგიდით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/10/2015

2015 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მოსამართლეებმა  და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს იურიდიული სამსახურის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.  ნინო გვენეტაძემ შეხვედრის თემატიკის აქტუალობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სასამართლოს ჩართულობა და მოსამართლეების პოზიციების დაფიქისრება მნიშვნელოვანია მეტი ეფექტურობის მისაღწევად.

იურიდიული სამახურის უფროსმა მელიტონ ბენიძემ იურიდიული სამსახურის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და გადახდისუუნარობის კრიტერიუმები მიმოიხილა. მანდატის გაფართოების შედეგად, სავალდებულო უფასო იურიდიული მომსახურება უკვე  სისხლის სამართლის საქმეების გარდა, სამოქალაქო  და ადნინისტრაციულ საქმეებზეც გავრცელდა. ცვლილების თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე იურიდიული მომსახურებით მხარეებმა შეიძლება ისარგებლონ საოჯახო, მემკვიდრეობითი და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას.

 შეხვედრის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ კანონისმიერი პირობის თაობაზე ( საქმის სირთულე და მნიშვნელობა)  კრიტერიუმების დახვეწის შესახებ, რომელიც განაპირობებს მოსამართლის მიერ სამართალწარმოების პროცესში სავალდებულო წესით იურიდიული სამსახურის ადვოკატების ჩართვას.

 მონაწილეებმა  ასევე პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებზეც გაამახვილეს ყურადღება.

სამუშაო ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და განხილვებში უკვე რაიონული სასამართლოს მოსამართლეებიც ჩაერთვებიან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi