ავსტრიის მოსამართლეებისა და პროკურორების...

austria2

ავსტრიის მოსამართლეებისა და პროკურორების დელეგაცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 02/10/2015

2015 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ  ავსტრიის მოსამართლეებისა და პროკურორების დელეგაციას  უმასპინძლა.  დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე მარია ვენკე ჩერვენკა.

 შეხვედრას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. უცხოელ სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ნინო გვენეტაძემ  სტუმრებს  ქართული სასამართლო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და  ყურადღება გაამახვილა რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის  განსაკუთრებული აქცენტები გააკეთა უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს როლისა და მნიშვნელობის ახლებურ გააზრებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებული მიდგომებისა და სტანდარტების კონტექსტში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ისაუბრა რეფორმის მიმდინარეობის პროცესში  საერთაშორისო პროექტებსა და დონორთა აქტიურ მხარდაჭერაზე. „მიმდინარე პროექტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ქართველ მოსამართლეთა მიერ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ევროპული პრეცედენტებისა და კონვენციის ხედვების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული სამართალწარმოების ევროპულ დონეზე განვითარებას“, განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს სამართალწარმოების პროცესში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძემ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობა მომავალში  უკვე კონკრეტული საჭიროებების მიხედვით გაგრძელდეს. 

შეხვედრის დასასრულს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.  დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და  მართლმსაჯულების მუზეუმი. 

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi