ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ექსპერტების...

vdd

ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ექსპერტების შეხვედრა მოსამართლეებთან

გამოქვეყნებულია: 01/10/2015

2015 წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ექსპერტების შეხვედრა მოსამართლეებთან. საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში მოსამართლეებთან გამართული შეხვედრისას ევროკავშირის შემფასებელთა მისიის წარმომადგენლები ძირითადად ოთხი მიმართულებით დაინტერესდნენ: მიგრაცია, თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ექსპერტებმა გამოთქვეს ინტერესი ევროკომისიის მე-3 ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და დაინტერესდნენ თუ რა ქმედითი ღონისძიებები გატარდა მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად. მოსამართლეებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. მოსამართლეებმა ექსპერტებს განუმარტეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს თავშესაფრის მაძიებელთათვის და პირთათვის, რომლებიც ითხოვენ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე, აგრეთვე, განხილულ იქნა სასამართლო პრაქტიკის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მისი გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები. მოსამართლეებმა ექსპერტებს მიაწოდეს ინფორმაცია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რაც სავიზო პოლიტიკით იყო განპირობებული. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიგრაციული პროცესების მართვა საკანონმდებლო დონეზეა შესაძლებელი.

ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა ბოლოდროინდელი სასამართლო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ამ საკითხებთან მიმართებით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების რიცხვი გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ შემფასებელთა მისიის ექსპერტები საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს 15 ნოემბრისთვის გამოაქვეყნებენ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi