უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროპის...

hfhf

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და დასკვნების კრებულის პრეზენტაციას ესწრება

გამოქვეყნებულია: 28/09/2015

2015 წლის 28 სექტემბერს, სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ტარდება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) საქმიანობა და დასკვნების კრებულის პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძიერება საქართველოში“ - ფარგლებში.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმებიან ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ბატონი კრისტიან ურსე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე.

კრებულის პრეზენტაციას განახორციელებს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) პრეზიდენტი ბატონი ვილბერტუს ვან ლიეროპი, რომელიც იმავდოულად არის ვაჭრობისა და მრეწველობის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი.

კრებული მოიცავს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ 2001-2014 წლებში მიღებულ 17 რეკომენდაციას, რომელთა არაოფიციალური თარგმანიც მომზადდა ევროპის საბჭოს პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძიერება საქართველოში“ - ფარგლებში.

CCJE-ს საქმიანობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაციის კონტექსტში ხორციელდება. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მთავარი ფუნქცია არის მოსამართლეთა სტატუსის ან სამოსამართლო ფუნქციების აღსრულებასთან დაკავშირებით დასკვნების შემუშავება. დასკვნების მომზადება ხდება სამუშაო ჯგუფის მიერ წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული კვლევების საპასუხოდ და მათ ამტკიცებენ CCJE-ს პლენარულ სხდომებზე. ამის შემდეგ დასკვნები ეგზავნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და წევრ ქვეყნებს, შემდგომი აღსრულების მიზნით.

თითოეული დასკვნა შემუშავებულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ კითხვარზე გაცემული პასუხებისა და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრთა მიერ მომზადებული ტექსტების საფუძველზე. ზოგიერთ მათგანში მოყვანილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ პრინციპების შესახებ ოფიციალური და ნაკლებად ოფიციალური ხასიათის დოკუმენტები, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დისკუსიებში გამოყენებული მასალა.

აქვე, წარმოგიდგენთ კრებულში შესული დასკვნების ჩამონათვალს:

დასკვნა №1 (2001) სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის სტანდარტების შესახებ

დასკვნა 2 (2001) სასამართლოების დაფინანსებისა და მართვის  შესახებ, სასამართლო კორპუსის ეფექტიანობისა და ადამიანის  უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის გათვალისწინებით

დასკვნა 3 (2002) მოსამართლეთა პროფესიული ქცევის მარეგულირებელი პრინციპებისა და წესების, კერძოდ, ეთიკის ნორმების, თანამდებობასთან შეუფერებელი ქცევისა და მიუკერძოებლობის შესახებ

დასკვნა 4 (2003) ეროვნულ და ევროპულ დონეზე მოსამართლეთა ჯეროვანი პირველადი მომზადებისა და ადგილზე გადამზადების შესახებ

დასკვნა 5 (2003) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული სამართლისა და პრაქტიკის შესახებ

დასკვნა 6 (2004) გონივრულ ვადაში საქმის სამართლიანი განხილვის და სასამართლო პროცესში მოსამართლის როლის შესახებ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გათვალისწინებით

დასკვნა 7 (2005) მართლმსაჯულებისა და საზოგადოების შესახებ

დასკვნა 8 (2006) მოსამართლეთა როლზე სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაში ტერორიზმის კონტექსტში

დასკვნა 9 (2006) საერთაშორისო და ევროპული სამართლის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული მოსამართლეების როლის შესახებ

დასკვნა 10 (2007) მართლმსაჯულების საბჭო საზოგადოების სამსახურში

დასკვნა 11 (2008) სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის შესახებ

დასკვნა 12 (2009) და დასკვნა 4 (2009) დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის ურთიერთობის შესახებ

დასკვნა 13 (2010) მოსამართლეთა როლზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაში

დასკვნა 14 (2011) „მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT)”

დასკვნა 15 (2012) მოსამართლეთა სპეციალიზაციის შესახებ

დასკვნა 16 (2013) მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის ურთიერთობის შესახებ

დასკვნა №17 (2014) მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, მართლმსაჯულების ხარისხისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემის შესახებ

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi