უზენაესმა სასამართლომ დავა მეწარმის...

garexedi

უზენაესმა სასამართლომ დავა მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვიტა

გამოქვეყნებულია: 26/10/2011

2011 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შპს “ვივა”-სა და შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონულ ცენტრს შორის დავა დაასრულა.
შპს "ვივას" წარმომადგენელი სარჩელით ითხოვდა საგადასახადო სამსახურის შემოწმების აქტის, 86 225 ლარის დარიცხვის ნაწილში, ბათილად ცნობას; ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
შპს "ვივა" სხვადასხვა ნედლეულის იმპორტით არის დაკავებული, იგი ასევე დიზელის საწვავსა და მაზუთს აწარმოებს. სადავო საკითხი, სწორედ გარემოს მავნე ნივთიერებებისგან დაბინძურების კანონით დაწესებულ გადასახადს შეეხებოდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც შპს "ვივას" გადასახდელად დაერიცხა მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების გადასახადი 86 225 ლარის ოდენობით.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მართალია, მითითებული გადასახადის გადახდის ვალდებულება დეკლარირებული იყო თავად გადასახადის გადამხდელის მიერ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული მაზუთის გოგირდშემცველობა არ აღემატებოდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი დაბეგვრის დასაშვებ ნორმას, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია გარემოს დაბინძურების გადასახადის ხელახალი დაანგარიშება და არასწორად დარიცხული თანხების გაუქმება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi