უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სტრასბურგის...

jjy

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 10/09/2015

2015 წლის 10 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების კონფერენციას ესწრება. კონფერენციის თემა გახლავთ „საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება:  გამოწვევები დიალოგისთვის“.

კონფერენციას 40 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მათ შორის გახლავთ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გუიდო რაიმონდი, ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტები და წევრები.კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები.

 კონფერენციის მიმდინარეობისას სამუშაო სესიის ფორმატში  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პირისპირ შეხვედრა  გამართა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გუიდო რაიმონდთან.  შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რომელიც მისი როგორც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინაშე დგას. ნინო გვენეტაძემ სტუმარს   მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში  დაგეგმილ მნიშვნელოვან ცლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია,   მათ შორის, ნინო გვენეტაძემ  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტის, პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულებისა და  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე. 

საერთაშორისო კონფერენცია იმართება  ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“ ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi