საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

uiu

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 12/08/2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო დავა, რომელშიცერთ-ერთი მხარეა ტელეკომპანია „რუსთავი 2“. რამდენიმე დღის წინ დაწყებულმა სამართალწარმოების პროცესმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

სახელისუფლებო შტოების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადება თუ კომენტარი, რომელიმე მხარის სასარგებლოდ თუ საუარესოდ, სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს, მოსამართლის შეუვალობასა და მიუკერძოებლობას, სამართლის უზენაესობას.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მოსამართლის საქმიანობაზე ზეგავლენის ან ასეთის მცდელობის დაუშვებლობიდან გამომდინარე, მოდავე მხარეებს, მათთან დაკავშირებულ დაინტერესებულ პირებს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ,  თავი შეიკავონ  სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შემლახავი განცხადებებისაგან.

გამოხატვის თავისუფლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემა უშუალო კავშირშია მოდავე მხარეთა მიერ კანონმდებლობით მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობების რეალიზაციასთან, რომელიც გულისხმობს მოსამართლის ქმედებისა, თუ სასამართლო აქტების სამართლებრივი გზით გასაჩივრებას დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

„რუსთავი 2“-ის მონაწილეობით მიმდინარე სასარჩელო წარმოება არის ღია და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილია საქმის განხილვის საქვეყნოობის, კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131  მუხლით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება, რაც ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობას და მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi