სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა...

jh

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 03/08/2015

2015 წლის 1 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ადვოკატები, მაგისტრატი მოსამართლეები რეგიონებიდან, ასევე, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

განხილვის საგანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ა/წ ივლისში მიღებული ცვლილებები აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მოწმის დაკითხვის ინსტიტუტის რეფორმირებას ითვალისწინებს.

შეხვედრის მიზანი იყო იმაზე მსჯელობა-დისკუსია, როგორ იმუშავებს პრაქტიკაში ზემოხსენებული ცვლილებები და რა შენიშვნები აქვთ ამასთან დაკავშირებით როგორც სასამართლო კორპუსს, ისე ადვოკატებს, სამეცნიერო წრეებს და პროკურატურას.

სხდომის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეაჯამა დისკუსია და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს  უწყობს მართლმსაჯულების განვითარებას და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi