ფიცის დადების ცერემონია უზენაეს სასამართლოში

fdd

ფიცის დადების ცერემონია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 31/07/2015

2015 წლის 31 ივლისს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.  ფიცი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და  წევრების წინაშე შვიდმა ახალმა მოსამართლემ დადო.

ახლად გამწესებული  მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ისინი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია.  მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა. ნინო გვენეტაძემ  ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მნიშვნელობას მოსამართლეების მომზადების პროცესში და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როცა მოსამართლეებად იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები ინიშნებიან.

ახლად დანიშნულ მოსამართლეებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა USAID-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის PROLoG-ის პროექტის ექსპერტმა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა მოსამართლე თიმ ბალანდმა.

შვიდივე მოსამართლე უფლებამოსილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში განახორციელებს. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi