გუდაურში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისა...

ggg

გუდაურში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია: 24/07/2015

2015 წლის 24 -26 ივლისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა  და საბჭოს თანამშრომლებისათვის მოსამართლეობის კანდიდატების  შეფასებისა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.

შეხვედრა 24 ივლისს დაიწყო, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს საოლქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამერიკის შეერთებული შტატებიდან თიმ ბალანდი, რომელიც 22 წელი ახორციელდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, ხოლო ორი წელი ხელმძღვანელობდა კოსოვოს იუსტიციის საბჭოს. 

სამუშაო შეხვედრის ფორმატში მონაწილეები  დეტალურად იმსჯელებენ კანდიდატის შეფასების მიზნებსა და შეფასების პროცესის ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებზე, გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას, რაც,  საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისა და შეფასებების სისტემის დახვეწას და პროცესის გამჭვირვალობას.

შეხვედრა ორგანიზებულია USAID - ის აღმოსავლთ -დასავლეთის ინსტიტუტის PROLoG - ის პროექტის მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi