უზენაეს სასამართლოში მენეჯმენტის...

pp

უზენაეს სასამართლოში მენეჯმენტის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია: 23/07/2015

2015 წლის 22 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა შეხვედრა, სადაც  სასამართლო მენეჯმენტის  განვითარების საკითხები განიხილეს. უზენაესი სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბეჟაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მენეჯმენტის განვითარების სამსახურის უფროსს იაშა ვრაბევიჩს შეხვდა, რომელიც იმავდროულად, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ეროვნული კორესპოდენტია.

შეხვედრაზე თინათინ ბეჟაშვილმა უცხოელ ექსპერტს სასამართლო სისტემაში მენეჯმენტის ინსტიტუტის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია. კანონში შესული ცვლილების თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლო მენეჯმენტის დეპარატმენტი შეიქმნება, რომლის უმთავრესი ფუნქცია იქნება სასამართლო სერვისების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა ქართველ კოლეგას და საჭიროების შემთხვევაში  დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

21-22 ივლისს იაშა ვრაბევიჩი  მონაწილეობდა   „სასამართლო სტატისტიკისა და CEPEJ-ის მექანიზმებისა და გაიდლაინების შესახებ“  ტრენინგში, რომელიც „მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მიერ იყო ორგანიზებული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi