ესტონელი ექსპერტები სტუმრად უზენაეს...

eest

ესტონელი ექსპერტები სტუმრად უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 17/07/2015

2015 წლის 16 ივლისს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“, ეგიდით მოწვეულ ესტონელ ექსპერტებს ბატონ რაუნო კირისს (სისხლის სამართლის ანალიტიკოსი და ესტონეთის უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი) და ქალბატონ მარია აავიკს (სამოქალაქო სამართლის ანალიტიკოსი). შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვნეტაძე.

ევროპელი ექპერტების ჩამოსვლის მიზანია  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემის გაუმჯობესებისა და ტერმინთა თეზაურუსის შემუშავების  საკითხში საექსპერტო რეკომენდაციები და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს  უზენაეს სასამართლოს.

თეზაურუსის სისტემის შემუშავება საშუალებას მისცემს მოსამართლეებს, სასამართლოს თანამშრომლებს, მართლმსაჯულების მონაწილე პირებს პრაქტიკულ საქმიანობაში ისარგებლონ საძიებო სისტემით, სხვადასხვა ლექსიკური ერთეულითა თუ სიტყვათა წყობით შედგენილი მნიშვნელოვანი განმარტებების სისტემატიზირებული მონაცემთა ბაზიდან სწრაფად და ზუსტად მოიძიონ სასურველი ინფორმაცია თუ განმარტება; ამ სისტემის დანერგვა და განვითარება  დიდ დახმარებას გაუწვეს როგორც პრაქტიკოს იურისტებს, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს სამეცნიერო კვლევებისათვის.

ევროპელი ექსპერტების ვიზიტი დაიწყო უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებთან შეხვედრით, NORLAG - ის (ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისია) მიერ შექმნილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა არსებული საძიებო სისტემის გაცნობითა და შესწავლით, საერთაშორისო გამჭვირვალობის დახმარებით დაწყებული და განსავითარებელი პროექტის - „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემა“ გაცნობით.

ექსპერტები უშუალოდ შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს დარგობრივი პალატების თანამშრომლებს, მოსამართლეების თანაშემწეებს, აქტიური დიალოგისა და მოსაზრებების შესწავლის ფორმატში, რაც გარკვეულ მოსაზრებებს ჩამოუყალიბებს ექსპერტებს, რომელთაც უნდა გაგვიწიონ დახმარება.

ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ესტონეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემის შესახებ, მოისმინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, თანამშრომელთა მოსაზრებები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi