უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ფინანსთა...

hfhfh

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 10/07/2015

დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ფინანსთა მინისტრმა.

როგორც უზენაესისასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლოსდამოუკიდებლობის განმტკიცებისადა სტაბილურობისთვის, ხარისხიანიდა დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს სასამართლოსისტემის ფინანსური მხარდაჭერისსაკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობისგაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებისმოგვარებას.   

ფინანსთა მინისტრმაასევე ხაზი გაუსვა ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემისმნიშვნელობას. ამავე დროს, მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადოდა ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივებისაუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.   

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე სასამართლო სისტემებში იყოს  უფრო მოქნილი და გამარტივებული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi