გერმანელმა მოსამართლეებმა უზენაესი...

etet

გერმანელმა მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 04/07/2015

2015 წლის 4 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელშიც ქართველ იურისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ჰამბურგის სასამართლოს დელეგაციის წევრები.

სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოზე მოწვეულმა  იურისტებმა განიხილეს სასამართლო პრაქტიკიდან კონკრეტული კაზუსი და საკუთარი ხედვები და შეფასებები წარმოადგინეს საქმის  სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით.

სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე   ხელმძღვანელობდა. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საბჭოს მუშაობის ფორმატში გერმანელი კოლეგების მონაწილეობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება აქტიური და ქმედითი.

ჰამბურგის სასამართლოს დელეგაცია, ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის ფრიდრიხ იოხამ მემელის, ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარის ვოლფგანგ ზივერტის, მოსამართლე პიტერ ვინტერისა და ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორის როლანდ ბროემელის შემადგებლობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 2 ივლისს უზენაეს სასამართლოში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.  

სასამართლოებს შორის პარტნიორული ურთიერთობა მხარდაჭერილი და ორგანიზებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi