უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის...

trjtj

უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის მიმართულებით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/07/2015

2015  წლის 4 ივლისს, უზენაესი სასამართლოში უკვე მეექვსედ ჩატარდა სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც სისხლის სამართლის მიმართულებით პრობლემურ საკითხზე იმსჯელეს.

 სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო კონკრეტული სისხლის სამართლის კაზუსი, რომელიც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული ინფორმაციის ამოღების წესს ეხება.  

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების გარდა სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეები. სხდომის მონაწილეებმა ვრცლად იმსჯელეს წარმოდგენილ კაზუსზე, მათ შორის მიმოხილეს  აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო პრეცედენტებიც.

სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობდა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi