საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმიანება...

rryr

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ღია წერილს

გამოქვეყნებულია: 02/07/2015

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა 2015 წლის 1 ივლისს ღია წერილით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის თაობაზე.

ზაზა ხატიაშვილი ღია წერილში უთითებს  საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომელიც ეხება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის - მაგ. პროკურორებისათვის ადვოკათა ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ უარის თქმას ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

ღია წერილში აღნიშნულია, რომ  „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტისა და 21 -ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ ტესტირებაგავლილ პირს საადვოკატო ტესტირების ჩაბარებიდან 7 წლის მანძილზე არ დაუწყია საადვოკატო საქმიანობა, „ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი  მოწმობა ძალას კარგავს და პირი ვერ გაწევრიანდება ადვოკატთა ასოციაციაში.

საქარველოს უზენაესი სასამართლო, მის წარმოებაში  არსებულ საკასაციო საჩივარზე კომენტარს არ აკეთებს სამართალწარმოების მიზნიდან და მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე; აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსამართლის თვითაცილებისა და აცილების სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობაში, სამოსამართლო ეთიკის კოდექსსა და ბანგალორის საერთაშორისო პრინციპებშია მოცემული, მოსამართლეს უქმნის სამარათალწარმოების განხორციელებისას დამოუკიდებლობის საფუძველს და ამავდროულად ავალებს, იყოს მიუკერძოებელი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ღია წერილი, რომელიც ეხება სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხს, მოითხოვს კვალიფიციურ, დასაბუთებულ მსჯელობას, მოსაზრებების გაცვლას.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეების, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით აკადემიური წრეების, პროფესორ-მასწავლებლებისა და  ადვოკატების მონაწილეობით, შეიკრიბება 4 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და განიხილავს სამართლის განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკისათვის მნიშვნელოვან ჰიპოთეტურ კაზუსს ზემოხსენებული  საკითხის თაობაზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi