2015 წლის 2 ივლისს საქართველოს უზენაეს...

w

2015 წლის 2 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს დელეგაცია ეწვევა

გამოქვეყნებულია: 01/07/2015

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:  ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე   ფრიდრიხ-იოხამ მემელი, ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარე   ვოლფგანგ ზივერტი, ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი მოსამართლე   პეტერ ვინტერი და ჰამბურგის უნივერსიტეტის, ბუცერიუსის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი  დოქტორი როლანდ ბროემელი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე და ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეები გერმანელ კოლეგებთან სამომავლო პატრნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებენ.  2 ივლისს 11.00 საათზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და    ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე ფრიდრიხ- იოხამ მემელი საზეიმო ვითარებაში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

გერმანელი კოლეგები საქართველოში 5 ივლისამდე დარჩებიან და ისინი საქართველოს რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციული კოლეგიებისა და პალატების მოსამართლეებს შეხვდებიან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi