ნინო გვენეტაძე ამერიკის იურისტთა ასოციაციის...

kk

ნინო გვენეტაძე ამერიკის იურისტთა ასოციაციის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 25/06/2015

2015 წლის  24 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოსა და ტაჯიკეთის რეგიონალურ დირექტორს დავით რობინოსა და ევროპისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორს ალექსანდრა ბელენკაიას შეხვდა.

ნინო გვენეტაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რეფორმის მთავარი პრიორიტეტია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის  შექმნა და გაძლიერება და მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გაზრდა. ნინო გვენეტაძემ სტუმრებს ამ მიმართებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ ესაუბრა. მათ შორის, აღნიშნა მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგები და ასევე პროექტები, რომლებიც ქართველ მოსამართლეებს დაეხმარება დროულად ჰქონდეთ წვდომა და შესაძლებლობა გაეცნონ  ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების კვალიფიციურ თარგმანებს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა მიმდინარეობს მუშაობა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაფართოებული საძიებო პროგრამის  შესაქმნელად.

ნინო გვენეტაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მოსამართლეთა ანგარიშვალდებულობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  დისციპლინარული სამართალწარმოების გამჭვირვალობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დეტალურად უნდა გაიწეროს ყველა ის საფუძველი, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებას უკავშირდება და ეს დოკუმენტი ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ნინო გვენეტაძემ ასევე ისაუბრა რეფორმის განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და მედიისა და სამოქალაქო სექტორის მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობაზე. 

სტუმრებმა მოისმინეს ასევე ინფორმაციები ელექტრონული საქმის წარმოებისა და საქმეთა განაწილების შემთხვევითი და თანაბარი განაწილების პრინციპის დანერგაზე.

სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს თავმჯდომარეს დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებისთვის და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამერიკის იურისტთა ასოციაცია კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს სასამართლო ხელისუფლებასთან იმ საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით, რაც ქართულ სასამართლოს ხელს შეუწყობს გახდეს კიდევ უფრო მეტად კვალიფიციური და მიუკერძოებელი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi