უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ადამიანის...

dd

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 25/06/2015

2015 წლის 24 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე  ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში  საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველსმაიკლ ობოილს შეხვდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში  სპეციალური მრჩევლის  საქმიანობის მნიშვნელობას  და დადებითად შეაფასა მაიკლ ობოილის წინამორბედი მრჩევლის თომას ჰამერბერგის  მოღვაწეობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის  გაუმჯობესების კუთხით.

ნინო გვენეტაძემ  სპეციალურ მრჩეველს  სასამართლო სისტემაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძემ  ყურადღება გაამახვილა სასამართლოს გადაწყვეტილებებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის  გამოყენების მნიშვნელობაზე და ისაუბრა სასამართლოს მიერ ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მაიკლ ობოილს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის იმ საკანონმდებლო  პაკეტის თაობაზე, რომელიც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის სტანდარტის ამაღლებას ითვალისწინებს.  როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა:  „საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სტანდარტი უნდა ამაღლდეს და  როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებები,  ასევე, კასატორი მხარეების მიერ წარმოდგენილი საჩივრები, უნდა ეყრდნობოდეს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებულ მიდგომას.“

ნინო გვენეტაძემ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს სამართალწარმოების ხარისხის გაუჯობესების მიზნით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსკუთრებით აღნიშნა ის პროექტები, რომელიც ევროპის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების კვალიფიციურ თარგმანს,   ამ გადაწყვეტილებების მიხედვით ქართველი მოსამართლეებისთვის თემატური საძიებო პროგრამის მომზადებასა და მოსამართლეთა ტრენინგებს ითვალისწინებს.

ნინო გვენეტაძემ  სპეციალურ მრჩეველს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემაში საქმის წარმოებისა და საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების მნიშვნელობაზე და მიაწოდა ინფორმაცია, სასამართლოს იმ ინიციატივის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს კოდექსის ამოქმედებამდე ყველა საკასაციო საჩივარი, რომელიც არასრულწლოვანთა საქმეებს შეეხება დასაშვებად იქნეს ცნობილი საკასაციო ინსტანციაში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე მიმოიხილა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სხვა აქტივობებიც, მათ შორის საკითხები, რომლებიც დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწას და საზოგადოების მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების ამაღლებას შეეხება.

მაიკლ ობოილმა მადლობა გადაუხადა ნინო გვენეტაძეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ  თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი  გახდება.

შეხვედრას ესწრებოდა ალესანდრო სავარისი, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi