უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უზენაესი...

shexvedra

უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 11/10/2011

11 ოქტომბერს, 12 საათზე უზენაეს სასამართლოში კონსტანტინე კუბლაშვილი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს სასამართლოს მიერ შექმნილი ორი ახალი პროექტი: გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა და უზენაესი სასამართლოს არქივის ელექტრონული პროგრამა გააცნო. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ამ პროგრამების აქტიური მომხმარებლები, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები იქნებიან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს რამდენიმე საინტერესო აქტივობის განხორციელება შესთავაზა, მათ შორის, სასამართლო დარბაზების გამოყენება იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად.
უზენაეს სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi