უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის...

fsf

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის განცხადება ე.წ. „კაბელების“ საქმეზე

გამოქვეყნებულია: 24/06/2015

2015 წლის 23 ივნისს ტელეკომპანიის „რუსთავი 2“ გადაცემაში „არჩევანი გიორგი გაბუნიასთან ერთად“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ე.წ. „კაბელების“ საქმეს.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. „კაბელების“ საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, სამართალწარმოება არ დასრულებულა, მორიგი წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 26 ივნისს 11 საათზე (იხ. ბმული http://tcc.gov.ge/index.php?m=443&newsid=7060)

სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებისას  მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გაასაჩივრონ სასამართლოს აქტები და საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სხვა კომენტარისა და განცხადების გაკეთება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, სამართალწარმოების მონაწილე პირთა ინტერესებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi