„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტის...

ppp

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტის პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 18/06/2015

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, უზენაეს სასამართლოში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებისა და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე საჯარო მოხელეებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლები, USAID - ის, ევროკავშირისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ მიმართეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი კანონის მიზანია საჯარო სამსახურის რეფორმა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და ეფექტური მმართველობის განხორციელების ძირითადი ელემენტია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას.

„კანონპროექტში გამოკვეთილია ის კონცეპტუალური ცვლილებები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის სისტემის გამჭვირვალედ ჩამოყალიბებას, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა როლის გაძლიერებას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე და ეფექტიანი ადმინისტრირების პროცესს.“  - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანი არის პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რაც უნდა დაეფუძნოს თითოეული საჯარო მოხელის კეთლისინდისიერების, პროფესიონალიზმის, ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, საჯარო სამსახურში გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას; ამავდროულად, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მექანიზმების ქმედითობას, რამაც მიმზიდველი, საინტერესო  უნდა გახადოს საჯარო სამსახურში მუშაობა და ხელი შეუწყოს ახალი ადამიანური რესურსების მოზიდვას, მათი მოტივაციის გაძლიერებას.

ეკატერინე ქარდავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტის შინაარსი და ყველა სიახლე და აღნიშნა რომ კანონპროექტის საჯარო განხილვის პროცესში უმნიშვნელოვანესია უზენაესი სასამართლოს ხედვა საკანონმდებლო ცვლილებებზე, ვინაიდან სწორედ მოსამართლეები ქმნიან სასამართლო პრაქტიკას სამართლის განხრით, შესაბამისად მათი შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები აუცილებელია კანონპროექტის ავტორებისთვის.

დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმის, ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მათი კარიერული პრინციპით წინსვლის ხელშეწყობისა  და წახალისების ღონისძიებების შესახებ ახლებური რეგულაციების გაცნობას და დისციპლინური მექანიზმის სამართლიანად და ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხის საკანონმდებლო გზით გადაწყვეტის საკითხებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები.

შეხვედრის ბოლოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საჯარო სამსახურის ბიუროს სასამართლო სისტემის აქტიური ჩართვისთვის კანონპროექტზე მუშაობის პროცესში და შესთავაზა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელება, ასევე  კანონის პროექტის  პრეზენტაციის წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi